საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ იტალიაში შტორმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ იტალიაში შტორმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ იტალიაში შტორმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის გამო დატბორილია დასახლებული პუნქტები, ათასობით საცხოვრებელი სახლი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარიშხალ „ალექსის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის გამო, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში დენი არ მიეწოდება 30 ათასამდე სახლს. სტიქიამ ქალაქი ნიცა დააზარალა, დატბორილია ახლომდებარე სოფლები.

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მიუსამძიმრა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის ლიდერმა სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ერთად ჩვენ გავუძლებთ სიმტკიცის ამ შემოწმებას“, – დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ჩრდილოეთ იტალიაში სტიქიამ დააზიანა ხიდები, სხვადასხვა ადგილას ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. გარდაცვლილია სულ მცირე ორი ადამიანი. საფრანგეთის მსგავსად, იტალიაშიც სტიქიის ზონაში მდებარე ათასობით სახლს ელექტროენერგია არ მიწოდება.

დატოვე კომენტარი