საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ხანძრის გამო 10 000 ადამიანს სახლის დატოვება მოუხდა
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ხანძრის გამო 10 000 ადამიანს სახლის დატოვება მოუხდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ხანძრის გამო 10 000 ადამიანს სახლის მიტოვება მოუხდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძარი ქალაქ ბორდოს სიახლოვეს მძვინვარებს.

სულ ცეცხლმა უკვე გაანადგურა 7000 ჰექტარის ფართობის ტერიტორია. ხანძრის ჩაქრობას 1000 მეხანძრე ცდილობს. მათ ამაში ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს.

დაზარალებულ რეგიონებში დღეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავლენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, წელს ზაფხულში საფრანგეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში გვალვა ხანძრების გაჩენის მიზეზი გახდა, მხოლოდ პორტუგალიასა და ესპანეთში ხანძრებს 1000 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტეოროლოგების ცნობით, მაღალი ტემპერატურა ევროპაში კვლავაც მოსალოდნელია. მათი პროგნოზით, საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში 39 გრადუსი ცელსიუსია ნავარაუდები. ძლიერი სიცხეს ელოდებიან დიდი ბრიტანეთშიც, სადაც ტემპერატურა 37 გრადუსს ცელსიუსს მიაღწევს.