საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად გრძელდება მუშაობა, როგორ დაუჭირონ მხარი უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით
The flags of France and the European Union (EU) at the Elysee Palace in Paris, France, on Thursday, May 11, 2023. France extended its lead over major European rivals in an annual ranking of destinations for foreign investment, giving President Emmanuel Macron a boost as he tries to emphasize his economic achievements after a politically damaging struggle to reform the pension system. Photographer: Nathan Laine/Bloomberg via Getty Images
საფრანგეთი მზად არის, გახდეს ერთ-ერთი გარანტორი უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეიძლება, მხარი დაუჭირონ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით.
„საფრანგეთი მზად არის, შეათანხმოს უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხი, რომელიც დაეხმარება მას, დაიცვას თავი გრძელვადიან პერსპექტივაში და აღკვეთოს შესაძლო მომავალი აგრესია, როგორც ამის შესახებ დაადასტურეს ჩვენმა ლიდერებმა 36-ე ფრანკო-ბრიტანული სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.