საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - პარიზი მთიან ყარაბაღს არ აღიარებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - პარიზი მთიან ყარაბაღს არ აღიარებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარიზი მთიან ყარაბაღს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას აღიაროს მთიანი ყარაბაღი.

„საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. ჩვენ არ ვაღიარებთ მთიან ყარაბაღს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკეს აზერბაიჯანსა და თურქეთში. აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი კი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.