საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამდებობებზე ქალთა ზედმეტად მცირე რაოდენობის გამო დაჯარიმდა
French Foreign Minister Jean-Yves Le Drian (C-front row) poses for a family picture with ambassadors during the annual French ambassadors' conference in Paris, on August 29, 2018. (Photo by Thibault Camus / POOL / AFP)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამდებობებზე ქალთა ზედმეტად მცირე რაოდენობის გამო დაჯარიმდა.
როგორც გამოცემა „ლე მონდი” წერს, ქალთა კვოტების დაუცველობისთვის უწყებას 450 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დარღვევა ეხება 2017 წელს ელჩების თანამდებობებზე კანდიდატების ნომინირებას.
საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობით, ელჩის თანამდებობაზე ნომინირებულ კანდიდატთა სულ მცირე 40 პროცენტს ქალები უნდა შეადგენდნენ, თუმცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 29 პროცენტს შეადგენდა.
როგორც ფრანგული მედია წერს, გენდერული ბალანსის შესახებ კანონთან შესაბამისობისთვის 2017 წელს ელჩების თანამდებობაზე ხუთი ქალით ნაკლები იყო, თითოეული პოსტისთვის უწყება ჯარიმის სახით 90 ათას ევროს გადაიხდის.
როგორც „ლე მონდი” წერს, 2018 წელს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა კვოტების შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა.
გამოცემის ინფორმაციით, მანამდე ანალოგიური მიზეზით საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო 1,7 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.