საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საფრანგეთი მიესალმება პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საფრანგეთი მიესალმება პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას

საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ხაზგასმულია მოლაპარაკებების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონისა და საქართველოს პრეზიდენტის როლი.

„საფრანგეთი მიესალმება 19 აპრილს პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. შეთანხმების ხელმომწერებმა აირჩიეს კომპრომისი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ისინი ამთავრებენ კრიზისს, რომელიც ქვეყანას რამდენიმე თვის განმავლობაში თან სდევდა. საფრანგეთი ხაზს უსვამს ამ შეთანხმების ფასილიტაციაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესრულებულ როლს. საფრანგეთი აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და მისი პირადი დესპანის, კრისტიან დანიელსონის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ეს სერიოზულ მონიტორინგს გაუწევს შეთანხმების შესრულების პროცესს, რაც ქართველ ხალხს მისცემს საშუალებას, გაერთიანდეს და უპასუხოს მიმდინარე გამოწვევებს. შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს. ძლიერი დემოკრატია ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას, განამტკიცოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, – ნათქვამია განცხადებაში.