საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სავაჭრო მოლაპარაკებებში ევროკავშირი და ბრიტანეთი ერთმანეთს ნაწილებად დაგლეჯენ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სავაჭრო მოლაპარაკებებში ევროკავშირი და ბრიტანეთი ერთმანეთს ნაწილებად დაგლეჯენ

სავაჭრო მოლაპარაკებებში ევროკავშირი და ბრიტანეთი ერთმანეთს ნაწილებად დაგლეჯენ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, მოლაპარაკებები, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, სავაჭრო საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობების მექანიზმზე იქნება ორიენტირებული.

„ეს მოლაპარაკებების ნაწილია – თითოეული საკუთარ ინტერესებს იცავს“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე თქვა, რომ წლის ბოლომდე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა, ბრიტანეთისთვის რთული იქნება.

ბრიტანეთმა ევროკავშირი ფორმალურად 31 იანვარს დატოვა, თუმცა 31 დეკემბრამდე გარდამავალი პერიოდი მოქმედებს და ვაჭრობის წესები არ შეცვლილა.