საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – როგორც ევროპელები, ჩვენ გავაგრძელებთ პუტინზე ზეწოლას
როგორც ევროპელები, ჩვენ გავაგრძელებთ პუტინზე ზეწოლას, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
„გუშინ ღამით რუსული დარტყმები კიევის ოთხ რაიონზე განხორციელდა. მეტროსადგურები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები და სკოლები – ყველა მათგანი კრემლის მხრიდან მთავარი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. როგორც ევროპელები, ჩვენ გავაგრძელებთ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდას“, – აღნიშნა ბარომ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, სადაც ელჩების შეხვედრაში მონაწილეობს.
La nuit dernière, des frappes russes ont visé quatre districts de Kyiv. Station de métro, magasins, jardins d’enfants, école maternelle, ont subi de plein fouet la violence meurtrière du Kremlin.
En Européens, nous continuerons d’accroître la pression sur Vladimir Poutine. pic.twitter.com/4cnhFGJ5Xk
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) July 21, 2025