საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - იდლიბის დაბომბვა შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - იდლიბის დაბომბვა შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იდლიბის რეგიონის სამიზნეების შერჩევის გარეშე დაბომბვა შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს.

ჟან-ივ ლე დრიანმა ეს განცხადება ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

ფრანგი დიპლომატის განცხადებით, იდლიბში სამ მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს, ამიტომ სირიის, რუსეთის და ირანის მხრიდან ავიაიერიშების შემთხვევაში, ომის დანაშაული გამორიცხული არ არის.

სირიის და რუსეთის ავიაციამ, სირიელი ამბოხებულების ერთ-ერთი ბოლო დასაყრდენი – იდლიბის პროვინცია, გასულ კვირას რამდენჯერმე დაბომბა. დამასკოში ამბობენ, რომ მთავრობა იდლიბის ტერორისტებისგან გათავისუფლებას აპირებს.