საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ

ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პარლამენტში დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, ფრანგი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა საჭირო იყოს, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის გარეშე. სტეფან სეჟურნეს თქმით, ამის გამორიცხვა არ შეიძლება.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. ეს უნდა იყოს მორგებული სპეციფიკურ საჭიროებებზე. ვფიქრობ, კერძოდ, განაღმვით სამუშაოებზე, კიბერთავდაცვაზე, იარაღის წარმოებაზე უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ​.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია.