საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ერაყის რეკონსტრუქციის გეგმამ ქურთისტანის რეგიონიც უნდა მოიცვას
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ერაყის რეკონსტრუქციის გეგმამ ქურთისტანის რეგიონიც უნდა მოიცვას

ერაყის რეკონსტრუქციის გეგმამ ქვეყნის ყველა პროვინცია, განსაკუთრებით კი ქურთისტანის რეგიონი უნდა მოიცვას, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ჟან-ივ ლე დრიანმა ქუვეითში ერაყის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ ერაყის ქურთისტანმა დიდი მსხვერპლი გაიღო და თავის თავზე დიდი ტვირთი აიღო.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ავტონომიურ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ბაღდადსა და ერბილს შორის წარმოქნილი დავის დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დროა აშენდეს ყველა სოფელი, ქალაქი და რეგიონი, რომელიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე გახდა ან მარგინალიზებული დარჩა ერაყის ისტორიის განმავლობაში“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.