საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპმა თავისი მხარე აირჩია და გადაწყვიტა, უკრაინას მხარი დაუჭიროს მისი მიზნის მისაღწევად, მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებების მიხედვით, ის ახლა უკრაინას უჭერს მხარს.
„ვხედავ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვლადიმერ პუტინს 50-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა ცეცხლის შეწყვეტისთვის, სხვა შემთხვევაში ძალიან მკაცრი სანქციების მუქარით. ასევე ვხედავ, რომ მან უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაზე მზაობა გამოთქვა“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბაროს აზრით, სამხედრო დახმარების საკითხი არის „უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი“ იმისა, რომ ტრამპმა „თავისი მხარე აირჩია და ახლა გადაწყვიტა, უკრაინას მხარი დაუჭიროს მისი მიზნის მისაღწევად“. მიზნად კი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მტკიცე მშვიდობის დამყარება“ დაასახელა უკრაინაში.