საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ დროისთვის უკრაინის ნატო-ში მიღების პირობები შემუშავებული არ არის
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ დროისთვის უკრაინის ნატო-ში მიღების პირობები შემუშავებული არ არის

ამ დროისთვის უკრაინის ნატო-ში მიღების პირობები შემუშავებული არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსში შესვლისთვის უკრაინისგან „უფრო მეტს“ ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტის დღეს განაცხადა, რომ ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად კიევმა ყველაფერი გააკეთა. სამიტზე ალიანსის ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი.