საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რეფორმების გარეშე ლიბანი, შესაძლოა საერთოდ გაქრეს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რეფორმების გარეშე ლიბანი, შესაძლოა საერთოდ გაქრეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რეფორმების გარეშე ლიბანი, შესაძლოა საერთოდ გაქრეს. ამის შესახებ ჟან-ივ ლე დრიანმა რადიო-ინტერვიუს დროს განაცხადა.

„საერთაშორისო საზოგადოება ცარიელ ჩეკს ხელს არ მოაწერს, თუ ლიბანის ხელისუფლება რეფორმებს არ გაატარებს. მათ ეს სასწრაფოდ უნდა გააკეთონ, რადგან დღეს რისკი უკვე ლიბანის გაუჩინარებაა“, – აღნიშნა ლე დრიენმა.

„როიტერი“ წერს, რომ საფრანგეთი ბოლო  ორი წელია ლიბანის რეფორმების ინიციატივას ხელმძღვანელობს, რომელიც ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად სჭირდება.

4 აგვისტოს ლიბანში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ აერჩიათ ახალი ადმინისტრაცია, თუმცა ქვეყანაში ცვლილებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ლე დრიენმა, ასევე განაცხადა, რომ ლიბანის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

„ხელისუფლება კომპეტენტური და გამოცდილია, თუმცა მათ ერთმანეთში უმოქმედობის კონსენსუსს მიაღწიეს და ეს ახლა უკვე დაუშვებელია“,- აღნიშნა ლე დრიენმა.