საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა. აღნიშნული განცხადება ჟან-ნოელ ბარომ დღეს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ნაბიჯებს დგამს საფრანგეთი, რათა გამოირიცხოს აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის მიმართ შესაძლო აგრესია, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პარიზი ხელს უწყობდა სომხეთის მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართული იყო აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ.

„ჩვენ მივესალმეთ დოკუმენტის ტექსტის შეთანხმებას და მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, ხელი მოაწერს მას“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადამწყვეტი მნიშვნელობა კომუნიკაციების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება.

„ტრაგიკული იქნებოდა, ასე ახლოს იყო მშვიდობასთან და ეს შესაძლებლობა დაკარგო“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა რუსეთთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პარიზი „პუტინიზაციას“ და ევროპის საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილებას ეწინააღმდეგება.

„ამიტომ ვეხმარებით უკრაინას და მის სამხედრო ძალისხმევას, შეაკავოს აგრესია. ევროპას და საფრანგეთს არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთთან“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

ჟან-ნოელ ბაროს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება.