საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენის დროა, რასაც შესაბამისი ნაბიჯები დასჭირდება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენის დროა, რასაც შესაბამისი ნაბიჯები დასჭირდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანს თქმით, აშშ-სთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენის დრო, რასაც შესაბამისი ნაბიჯები დასჭირდება. ეს განცხადება ფრანგმა დიპლომატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

საფრანგეთი უკმაყოფილოა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შეთანხმებით, რომლის ფარგლებში ვაშინგტონი კანბერას ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიას გადასცემს, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჟან-ივ ლე დრიანს ნიუ იორკში მას შემდეგ შეხვდა, რაც საფრანგეთის და აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს და ნდობის აღდგენის მიზნის სიღრმისეული კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ. ემანუელ მაკრონი და ჯო ბაიდენი პირისპირ შეხვედრას ოქტომბერში, ევროპაში გამართავენ.