საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილმა ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა „სისხლისღვრა“ გამოიწვია და მისი საქმიანობა უნდა შეწყდეს
epa11274639 France's Deputy Minister for Europe, Jean-Noel Barrot, arrives for the signing of agreements during a visit by Albania's prime minister at the presidential Elysee Palace, in Paris, France, 12 April 2024. EPA/LUDOVIC MARIN / POOL MAXPPP OUT
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილმა ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა „სისხლისღვრა“ გამოიწვია და მისი საქმიანობა უნდა შეწყდეს.
„მინდა, მოვუწოდო ღაზას ჰუმანიტარული ფონდის საქმიანობის შეწყვეტისკენ – ჰუმანიტარული დახმარების მილიტარიზებულმა განაწილებამ ღაზაში დახმარების რიგებში სისხლისღვრა გამოიწვია, რაც სკანდალურია, სამარცხვინოა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – განუცხადა ბარომ ჟურნალისტებს ნიქოზიაში, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.