საფრანგეთის საელჩოში აცხადებენ, რომ დიეგო კოლასი 16 ივნისს ევროპის მოედანზე აქციაზე დასწრებას გეგმავს
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 16 ივნისს, ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საფრანგეთის საელჩოში დაუდასტურეს.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.
დღეს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმაც განაცხადა, რომ 16 ივნისს ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს.