საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 400-მდე გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 400-მდე გაიზარდა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 400-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყნის მასშატაბით საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 503-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში საფრანგეთში ვირუსით 471 ადამიანი დაიღუპა.

ამ მონაცემებში არ იგულისხმება თავშესაფარში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანდაზმულთა თავშესაფრებში ქვეყნის მაშტაბით 884 ადამიანია დაღუპული.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემცირდა ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი ადამიანების რაოდენობა.