საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი დასაკითხად აიყვანეს
საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი დასაკითხად აიყვანეს

სამართალდამცავებმა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი დააკავეს. სარაგბო კლუბ „მონპელიესთან“ დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებზე დაკითხავენ.

საქმე ის არის, რომ „მონპელიემ“ არაერთხელ გადააჭარბა სახელფასო ჭერს, რის გამოც ფედერაციისგან ფინანსური ჯარიმა მიიღო. არის ეჭვი, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საფრანგეთის ლიგის სააპელაციო კომიტეტზე ზეწოლა მოახდინა და „მონპელიეს“ სასჯელი შეუმსუბუქა. სამართალდამცავებმა ლაპორტი სწორედ ამ ფაქტის გამო აიყვანეს.

ფედერაციას ამ კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე დიდი ხანია, პარტნიორული ურთიერთობა აქვს. „მონპელიეს“ მფლობელის მოჰამედ ალტრადის დაფუძნებული „ალტრად ჯგუფი“ 2017 წლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების სპონსორია.

ბერნარ ლაპორტთან ერთად  დაკითხავენ მოჰამედ ალტრადს, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის თანამშრომლებს – სერჟ სიმონს და ნიკოლას ორკეს.