საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩების ფარგლებში არგენტინასთან ორი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. თამაშები 4 და 11 ივლისს არგენტინაში არის ჩანიშნული, თუმცა საფრანგეთის რაგბის ფედერაცია უახლოეს დღეებში ოფიციალური წერილით არგენტინის რაგბის კავშირს და მსოფლიოს რაგბის მიმართავს მატჩების გადადების ან გაუქმების თაობაზე.
მიზეზი კორონავირუსია. აღნიშნულ თემაზე განცხადება ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა გააკეთა. საფრაგეთში ყველა სპორტული ტურნირი, მათ შორის ტოპ-14-ის მატჩებიც შეჩერებულია და ჩემპიონატის ფინალი, რომელიც 26 ივნისს უნდა გამართულიყო, ასევე გაურკვეველი ვადით არის გადადებული.