საფრანგეთის რაგბის ფედერაცია კლუბებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება
საფრანგეთის რაგბის ფედერაცია კლუბებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

საფრანგეთის რაგბის ფედერაცია, შოტლანდიის მსგავსად კორონავირუსის შედეგად დაზარალებულ კლუბებს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა უახლოეს კვირებში სპეციალური ფონდის შეიქმნება, რომელიც ფრანგულ სარაგბო კლუბებს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ხელს შეუწყობს.

„მაქვს სურვილი რომ შევქმნათ ფონდი, რომელიც სამოყვარულო კლუბებს ფინანსურ დანაკარგს შეუმსუბუქებს. ვიმედოვნებ, არც ერთი ფრანგული კლუბი კრიტიკულ სიტუაციაში არ აღმოჩნდება, ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, კრიზისს გავუმკლავდებით“ განაცხადა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხით დაეხმარება საფრანგეთის რაგბის ფედერაციის მიერ ახლადშექმნილი ფონდი ფრანგულ სარაგბო კლუბებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა საუბარი იყოს დაახლოებით მილიონ ევროზე.