საფრანგეთის ქალაქ ნანტში მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
საფრანგეთის ქალაქ ნანტში მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ ნანტში 24 წლის სტივ კანისოს ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში ბარიკადების აშენება დაიწყო.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის მიმართულებით ბოთლებსა და ქვებს ისროდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად დაშავებულებს შორის არიან აქციის მონაწილეებიც და სამართალდამცველებიც.

სტივ კანისო ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალის დროს უგზოუკვლოდ დაიკარგა. 21 ივლისის ღამე პოლიციამ მდინარე ლუართან ახლოს ხალხის ნაკადის დაშლა დაიწყო, რამდენიმე ადამიანი მდინარეში გადახტა. მაშველებმა ყველა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, გარდა სტივ კანისოსი, რომლის ცხედარიც ივლისის ბოლოს იპოვეს.