საფრანგეთის ქალაქ მარსელში მოსწავლემ მასწავლებლები სანადირო თოფით დაჭრა
საფრანგეთის ქალაქ მარსელში სკოლის მოსწავლემ მასწავლებლები სანადირო თოფით დაჭრა.
ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 14 წლის მოსწავლემ სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს ცეცხლი 12 ოქტომბერს გაუხსნა. დაშავებული მასწავლებლები საავადმყოფოში გადაიყვანეს, არცერთს არ აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანება.
„ბავშვი ამ სკოლის მოსწავლეა. შენობაში თოფით შევიდა. გამოძიება დაადგენს, როგორ მოახერხა სკოლაში იარაღით შესვლა. მან დირექტორისა და მასწავლებლის მიმართულებით დერეფანში ორჯერ გაისროლა“, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც ძალადობრივი შემთხვევა დაგმო.