საფრანგეთის ქალაქ მარსელში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ მარსელში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული სახანძრო ეკიპაჟები ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მარსელის მერი არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. ამ დროისთვის შენობიდან 80 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.