საფრანგეთის ქალაქ ლილში დემონსტრანტები მერიის შენობაში შეიჭრნენ, ქუჩებში კი სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლილში დემონსტრანტები მერიის შენობაში შეიჭრნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შენობაში შესვლა მოახერხა, თუმცა მოგვიანებით მათ ტერიტორია დაატოვებინეს.
გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ დემონსტრანტებმა შენობაში შესასვლელი კარი დააზიანეს.
ლილის ქუჩებში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მანამდე დემონსტრანტები მარსელის მერიის შენობაშიც შეიჭრნენ. გრენობლში კი, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დემონსტრანტებმა მერიის შენობა დააზიანეს.