საფრანგეთის ქალაქ ავინიონში პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა, რომელიც მოქალაქეებს ემუქრებოდა

16:32, 29.10.2020

საფრანგეთის ქალაქ ავინიონში პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა, რომელიც მოქალაქეებს ემუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეირაღებული მამაკაცი პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმას აპირებდა.

საფრანგეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ინციდენტი ავინიონის მონფავეს რაიონში მოხდა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქ ნიცაში სამი ადამიანი მოკლეს.

მსგავსი