საფრანგეთის ქალაქ არმანტერში, სახლის სახურავზე პანტერა იპოვეს [ვიდეო]

საფრანგეთში, ქალაქ არმანტერში, ერთ-ერთი სახლის სახურავზე შავი პანტერა შეამჩნიეს. მოსეირნე პანტერის ვიდეო სოციალური ქსელებში გავრცელდა.

პანტერას დანახვის შემდეგ, მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ტერიტორია გადაკეტეს.

პანტერა 20 კილოგრამს იწონის და ის 5-6 თვისაა. პანტერა სახურავიდან საძილე პრეპარატის გამოყენებით ჩამოიყვანეს. ის გალიაში მოათავსეს და ცხოველთა დაცვის ასოციაციას გადასცეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანტერა შინაური ცხოველი იყო, შესაბამისად ის აგრესიული არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, პანტერა ახლა თავს კარგად გრძნობს და მას სავარაუდოდ ზოოპარკს გადასცემენ.