საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ერიკ ზემურის პირველ საარჩევნო აქციაზე დაპირისპირება მოხდა
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ერიკ ზემურის პირველ საარჩევნო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ერიკ ზემურის პირველ საარჩევნო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

ანტირასისტულმა ჯგუფმა „ტვითერზე“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჯგუფის წევრები აქციაზე მყოფებმა სცემეს.

რასიზმის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ჩხუბი პირველი ინციდენტის შემდეგაც გაგრძელდა. ერიკ ზემურმა უკვე გამოაქვეყნა თავისი კამპანიის სლოგანი, რომელიც ნაპოლეონს ეკუთვნის – „ფრანგებისთვის შეუძლებელი არაფერია“.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში მედია გააკრიტიკა. „ჩემს მოწინააღმდეგეებს ჩემი პოლიტიკური სიკვდილი უნდათ, ჟურნალისტებს ჩემი სოციალური სიკვდილი, ჯიჰადისტებს კი ფიზიკური სიკვდილი“, – თქვა ზემურმა.