საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს 13 დეკემებრს დაასახელებს
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს 13 დეკემებრს დაასახელებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს 13 დეკემებრს დაასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ელისეის სასახლეში განუცხადეს.

მაკრონის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრესრელიზი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შესახებ 13 დეკემბერს, დილით გამოქვეყნდება.

მანამდე იყო მოლოდინები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 12 დეკემებერს გახდებოდა ცნობილი.

შეგახსენებთ, მიშელ ბარნიემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ეს არის პირველი შემთხვევა 1962 წლის შემდეგ. ბარნიეს მთავრობამ მხოლოდ 91 დღე იმუშავა.