საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონზე დონალდ ტრამპის განცხადებებზე კომენტარი არ აქვთ
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი არ აქვთ.ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ twitter – ზე გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს არ აპირებენ, რადგან ემანუელ მაკრონმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი აზრი მოლაპარაკებების პროცესში.
საფრანგეთის პრეზიდენტი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის იდეით გამოვიდა. მაკრონის თქმით, ეს არმია ევროპას რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც კი დაიცავს. საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი მიკრობლოგ twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა.
„ემანუელ მაკრონს სურს შექმნას საკუთარი არმია, რომ დაიცვას ევროპა აშშ-ისგან, ჩინეთისა და რუსეთისგან. მაგრამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გერმანია იყო. როგორ იმუშავა ამან საფრანგეთისთვის? მათ პარიზში გერმანულის სწავლა დაიწყეს, ვიდრე აშშ გამოჩნდებოდა. გადაიხადეთ ნატო-სთვის ან არა“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.