საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონი კორონავირუსით დიდი ალბათობით, ევროკავშირის სამიტზე დაინფიცირდა
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონი კორონავირუსით დიდი ალბათობით, ევროკავშირის სამიტზე დაინფიცირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ალბათობით, კორონავირუსით გასულ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე დაინფიცირდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

ემანუელ მაკრონს „კოვიდ-19“ 17 დეკემბერს დაუდასტურდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწია რამდენიმე ევროპელ ლიდერს, რომელთანაც პრეზიდენტს ჰქონდა კონტაქტი.

ემანუელ მაკრონმა პარიზში 14 დეკემბერს უმასპინძლა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დაარსების 60 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომელსაც სხვა ლიდერებთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა. შარლ მიშელის გარდა, თვითიზოლაციაში გადავიდნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიშელ მარტინი, ასევე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა, რომელსაც მაკრონმა სამუშაო სადილზე 16 დეკემბერს უმასპინძლა.