საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონის საზღვრების დაცვის მექანიზმის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონის საზღვრების დაცვის მექანიზმის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონის საზღვრების დაცვის მექანიზმის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის საბჭოში საფრანგეთის სამომავლო თავმჯდომარეობის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი მექანიზმი კრიზისულ სიტუაციებში უნდა ამოქმედდეს და დაიცვას შენგენის ზონის გარე საზღვრები.

მისივე თქმით, ასეთ საგანაგებო სიტუაციების დროს საზღვრების დასაცავად შეიძლება, უსაფრთხოების ძალები და სპეციალური აღჭურვილობა სხვა ქვეყნებიდანაც გააგზავნონ.

მაკრონის თქმით, ევროპამ უნდა შეძლოს საზღვრების დაცვა. საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, პარიზი დაჟინებით მოითხოვს შენგენის ზონის რეფორმას, როდესაც იანვარში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება.

„ჩემთვის სუვერენული ევროპა, ეს არის ევროპა, რომელიც საკუთარ საზღვრებს აკონტროლებს“, – განაცხადა მარკონმა და ასევე ახსენა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე არსებული მდგომაროება და ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების დახრჩობასთან დაკავშირებით განვითარებული დრამატული მოვლენები, რაც პარიზასა და ლონდონს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

მაკრონი ასევე აცხადებს, რომ საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობის პერიოდში, პარიზი შეეცდება წამოწიოს მიგრაციული პაქტი საკითხი, რომლითაც მიგრანტები ევროპაში თანაბრად უნდა გადანაწილდნენ.