საფრანგეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან განიხილავს
საფრანგეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილავს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ლატვიაში ვიზიტისას გააკეთა.

ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთის საომარი რიტორიკა აზერბაიჯანს აქეზებს მთიან-ყარაბაღზე კონტროლის ხელახლა დამყარებისკენ, რაც მიუღებელია. ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მას არ აქვს მტკიცებულებები კონფლიქტში რეგიონული მოთამაშეების პირდაპირი ჩართულობის შესახებ. ამიტომ, საფრანგეთის ლიდერი ფაქტების დადგენამდე სიფრთხილის საჭიროებაზე საუბრობს.

„მე აღვნიშნე, რომ თურქეთის პოლიტიკური განცხადებები უგუნური და საშიშია. საფრანგეთი უკიდურესად შეშფოთებული რჩება თურქეთი საომარი გზავნილებით, რომლებიც აზერბაიჯანს გზას უხსნის მთიანი ყარაბაღზე ხელახლა აღებისკენ. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ლატვიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.