საფრანგეთის პრემიერი – კორონავირუსის გამო დაწესებულმა საკარანტინო ზომებმა ერთ თვეში 62 000 სიცოცხლე გადაარჩინა

18:11, 28.04.2020
(FILES) In this file photo taken on July 31, 2018 French Prime Minister Edouard Philippe speaks during a debate at the National assembly in Paris. - French Prime minister Edouard Philippe has announced his government's would invoke French constitution's Article 49.3, allowing the governement to bypass parliament, on the last lecture on the pension law reform on February 29, 2020, at the French National Assembly in Paris. (Photo by GERARD JULIEN / AFP)

კორონავირუსის გამო დაწესებულმა საკარანტინო ზომებმა ერთ თვეში 62 000 სიცოცხლე გადაარჩინა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა. ედუარდ ფილიპის თქმით, ადამიანების გადარჩენის პარალელურად, საკარანტინო შეზღუდვების შენარჩუნება ეკონომიკის ჩამოშლის რისკებს აჩენს, რის გამოც ზომები ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავი დაიცვან. ედუარდ ფილიპის განცხადებით, მთავრობა დაამტკიცებს ტესტირების ახალ დოქტრინას, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ადამიანის შემოწმებას, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.

საფრანგეთის მთავრობას სურს, რომ 11 მაისის შემდეგ ყოველკვირეულად სულ მცირე 700 000 ტესტირება ჩაატაროს.

მსგავსი