საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, თუმცა ემანუელ მაკრონი მოთხოვნას არ დაეთანხმა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, თუმცა ემანუელ მაკრონი მოთხოვნას არ დაეთანხმა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, თუმცა ემანუელ მაკრონი მოთხოვნას არ დაეთანხმა.

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის არგუმენტია, რომ მთავრობამ მუშაობა უნდა გააგრძელოს.

გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ელისაბეთ ბორნი, დღეს, მთავრობის წევრებს შეხვდება.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი მოლაპარაკებებს გამართავს მეტოქე პარტიების ლიდერებთან 21 და 22 ივნისს, რათა მოიძიოს „შესაძლო კონსტრუქციული გადაწყვეტილებები“.

საფრანგეთში უმცირესობის მთავრობები იშვიათობაა და მაკრონის ბლოკს 44 ადგილი აკლია უმრავლესობის მისაღებად.