საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
საფრანგეთის ახალი ფინანსთა მინისტრი რონალ ლესკურე იქნება. ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ბრუნო ლე მარი კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
რამდენიმე მინისტრი თანამდებობაზე დარჩა, მათ შორის ჟან-ნოელ ბარო საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრუნო რეტილო შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჯერალდ დარმანინი იუსტიციის სამინისტროში.
შეგახსენებთ, ფრანსუა ბაირუმ, თავისივე ინიციატივით, მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენების შესახებ 25 აგვისტოს განაცხადა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ფრანსუა ბაირუ ვერ ახერხებდა პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნებას, მხარი დაეჭირათ მისი 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის.
ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას 9 სექტემბერს გამოუცხადეს უნდობლობა, რის შემდეგაც, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა.