საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ულტრამემარჯვენეები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ
French far-right Rassemblement National (RN) party President and lead MEP Jordan Bardella looks on during the audition of legislative elections' candidates organised by French business confederation (Medef), in Paris, FRANCE - 20/06/2024. The French president announced on 09 June the dissolution of the National Assembly and called for new elections on 30 June and 07 July. Elections Legislatives anticipees, auditions de chefs de parti et de coalition par le MEDEF a la Salle Gaveau a Paris, FRANCE - 20/06/2024.//JEE_medef.36/Credit:J.E.E/SIPA/2406232102
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ულტრამემარჯვენეები საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა.
„ერთმნიშვნელოვანია, რომ უახლოეს კვირებში, თუნდაც თვეებში, გაიმართება განმეორებითი არჩევნები და ჩვენი პარტია მზად იქნება, აიღოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბარდელამ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ დღეს დილით მიმართა პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის თხოვნით. ემანუელ მაკრონმა ლეკორნოს თხოვნა დააკმაყოფილა.
ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა – ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა. ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება 5 ოქტომბერს დაასრულა. ახალ მთავრობას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიები მაშინვე დაემუქრნენ უნდობლობის გამოცხადებით.
ცნობისთვის, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ფრანგების უმრავლესობა არ ფიქრობდა, რომ ლეკორნუ შეძლებდა კომპრომისის პოვნას და პარლამენტში ისეთი ბიუჯეტის წარდგენას, რომელიც საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას მიიღებდა.