საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა. დაკავებულებს შორის ოთხი მამაკაცი და ერთი ქალია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ტერაქტის მოწყობას საფრანგეთში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზე გეგმავდნენ.

დაკავებულების ასაკი 24-25 წელია და გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციისთვის კარგად ნაცნობი პირები არიან. ამჟამად პოლიციის ყურადღება მათ სოციალური ქსელების საშუალებით მიიპყრეს, სადაც ეჭვმიტანილები განიხილავდნენ თუ როგორ არიან განთავსებული სამართალდამცველები სამიტის დღეს.

დიდი შვიდეულის სამიტისთვის საფრანგეთში 10 ათასი სამართალდამცველია მობილიზებული.