საფრანგეთის პოლიციამ გერმანიის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებმაც ლუვრში, იმ დარბაზის კედელი დააზიანეს, სადაც მონა ლიზაა გამოფენილი

12:25, 20.09.2026
Screenshot

Screenshot

საფრანგეთის პოლიციამ გერმანიის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებმაც ლუვრში, იმ დარბაზის კედელი დააზიანეს, სადაც მონა ლიზაა გამოფენილი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ორმა მამაკაცმა ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას დარბაზში კედელზე ორი ნახატი მიაკრა და ერთ-ერთი კედელი დააზიანა.

მიწებებულ ერთ ნახატზე  ერთ-ერთი დამნაშავე იყო გამოსახული აბჯარში, მეორეზე კი ორი მამაკაცისა და ქალის პორტრეტები.

დაკითხვისას გერმანიის ორივე მოქალაქემ განმარტა, რომ ნახატები გასართობად ჩამოკიდეს.

მედიის ინფორმაციით, ლუვრის დაცვამ ნახატების ჩამოხსნისას კედელზე უმნიშვნელო დაზიანებები აღმოაჩინა. მონა ლიზა არ დაზიანებულა.

მსგავსი