საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დღეს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე ორი შუამდგომლობის კენჭისყრა გაიმართება

14:30, 20.03.2023

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დღეს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე ორი შუამდგომლობის კენჭისყრა გაიმართება. პირველი რეზოლუციის პროექტი მოამზადა პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“, რომლის ლიდერიც მარინ ლე პენია, მეორე კი – liot-ის ჯგუფმა. მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ის მზადაა, მეორე ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტსაც დაუჭიროს მხარი. მთავრობისადმი უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭიროა 287 დეპუტატის ხმა.

პრემიერ-მინისტრ ელისაბედ ბორნის მთავრობას პარლამენტში უკვე 14-ჯერ გამოუცხადეს უნდობლობა, თუმცა არცერთი მათგანი წარმატებით არ დასრულებულა. 1958 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთხელ დასრულდა წარმატებით უნდობლობის გამოცხადება მთავრობისთვის – 1962 წლის 5 ოქტომბერს ოპოზიციამ ჟორჟ პომპიდუს მთავრობის გადაყენება შეძლო.

საფრანგეთის ოპოზიციამ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სადავო საპენსიო რეფორმა პარლამენტში კენჭისყრის გვერდის ავლით მიიღო.

სადავო საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა.

მსგავსი