საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - თუ კრიზისი მაისის ბოლომდე გაგრძელდა, ოლიმპიადის დროულად ჩატარება რთული წარმოსადგენია
საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - თუ კრიზისი მაისის ბოლომდე გაგრძელდა, ოლიმპიადის დროულად ჩატარება რთული წარმოსადგენია

საფრანგეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა დენი მასელიამ საკუთარი აზრი გამოთქვა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დათქმულ დროში ჩატარების პერსპექტივაზე.

„თუ ჩვენ კორონავირუსის გამო, მაისის ბოლომდე ვიქნებით კრიზისში, მაშინ რთული წარმოსადგენია, რომ თამაშები დროულად ჩატარდეს. თუ კორონავირუსის პანდემიის პიკი ჩაცხრება და სიტუაცია გამოსწორდება, წარმოიშვება კითხვები იმის შესახებ, ვინ უნდა მიიღოს ოლიმპიადაში მონაწილეობა. თუმცა, ჩვენ მოვძებნით ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“, – მოჰყავს მასელიას სიტყვები სააგენტო „როიტერს“.

ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება 24 ივლისიდან 9 აგვისტომდეა დაგეგმილი.