საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს დიდიე დეშამთან მუშაობა მობეზრდათ #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები დაიღალნენ ეროვნული გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან მუშაობით. სულ უფრო ხშირად ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ გუნდის ახალი დამრიგებელი ზინედინ ზიდანი უნდა გახდეს.
გამოცემა Get French Football News-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელებს აღარ სურთ ამჟამინდელ მწვრთნელთან თანამშრომლობა. ამასთან დაკავშირებით, ნაკრების შიგნით აქტიურად განიხილავენ ზიდანის დანიშვნის შესაძლებლობას. ის დღეს უმუშევარია და ხელმისაწვდომი კანდიდატია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის.
უკმაყოფილების ზრდის მიუხედავად, ფედერაციის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს დეშამს და მიაჩნია, რომ მან უნდა მიიყვანოს გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატამდე, ზიდანს კი განიხილავენ იდეალურ შემცვლელად, მაგრამ მისი დანიშვნა მომდევნო დიდ ტურნირამდე არ მოხდება.