საფრანგეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ - ვინ დაუპირისპირდება ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს
საფრანგეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ - ვინ დაუპირისპირდება ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე შეხვედრას გასვლაზე საფრანგეთთან გამართავს – მატჩი 15 ნოემბერს ნანსის „მარსელ პიკოტზე“ გაიმართება.
 
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვენ რიპოლიმ საქართველოსთან მატჩისთვის 21 მოთამაშე გამოიძახა:
მეკარეები: ალბან ლაფონტი (ნანტი), ილან მესლერი (დილს იუნაიტედი), გაეტან პუზინი (ბორდო)
მცველები: ნიკოლა კოზა (მონპელიე), კოლინ დაგბა (პარი სენ-ჟერმენი), ბუბარაქ კამარა (მარსელი), ენდი პელმარდი (ნიცა), დაიო უპამეკანო (ლაიპციგი), დან-აქსელ ზაგადუ (დორტმუნდი), რაიან აიტ ნური (ანჟე)
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა, იმრან ლუზა (ოირვე – ნანტი), ჟან-რიკნერ ბელგარდი (სტარსბურგი), იუსუფ სეიდუ (სენტ-ეტიენი), ჯეფ რაინე-ადელაიდე (ლიონი)
თავდამსხმელები: ოდსონ ედუარი (სელტიკი), ჯონატან იკონე (ლილი), ბრაიან მბეუმო (ბრენტფორდი), არნო ნორდინი (სენტ-ეტიენი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი)
ფრანგებმა შესარჩევ “ბ” ჯგუფში გამოსვლა ყველაზე გვიან დაიწყეს და ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარეს. მაგრამ სილვენ რიპოლის გუნდმა ორივე მოიგო და საქართველოს გაუთანაბრდა, რომელმაც სამიდან ორ მატჩში გაიმარჯვა.