საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ქვეყანამ რუს ოლიგარქებს 800 მილიონი დოლარის აქტივები დაუყადაღა
საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ქვეყანამ რუს ოლიგარქებს 800 მილიონი დოლარის აქტივები დაუყადაღა

დაწესებული სანქციების ფარგლებში, საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს 800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი ავრცელებს.

„ეს სანქციები რუსეთში იგრძნეს, სადაც ეკონომიკა მერყეობს. რუბლი კოლაფსს განიცდის, ბირჟები დიდწილად დახურულია და ცენტრალური ბანკი ძლიერად დაზარალდა“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა.

ევროკავშირის მიერ მარტის დასაწყისში დაწესებული სანქციები 160 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსზე ვრცელდება.