ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეეძლო ქცევის ელემენტარული ეტიკეტი დაეცვა და პატივი ეცა საფრანგეთისთვის გლოვის დღეს, – ეს განცხადება საფრანგეთის მთავრობის პრესმდივანმა გააკეთა. საუბარია 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის სამი წლისთავზე.
„გუშინ იყო 13 ნოემბერი, პატივი მივაგეთ ტერორისტული თადასხმის დროს დაღუპული 130 ადამიანის ხსოვნას. ასე რომ მოდით, ინგლისურად ვუპასუხებ- კარგი იქნებოდა ქცევის ელემენტარული ეტიკეტი დაეცვა “, განაცხდაა ბენჟამინ გრივომ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის იდეის გაჟღერების გამო გააკრიტიკა.