საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლისთვის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 50 ათასის ნაცვლად, 15 ათასით შემცირდება
საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლისთვის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 50 ათასის ნაცვლად, 15 ათასით შემცირდება

საფრანგეთი 2022 წლისთვის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას 15 ათასით შეამცირებს, – ინფორმაციას მინისტრი ბიუჯეტის საკითხებში, ჟერარ დარმანინი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი გაცილებით მცირე რაოდენობაა იმასთან შედარებით, რაც დაანონსებული იყო. ზრდის დაბალი მაჩვენებლის მქონე ეკონომიკის მხარდასაჭერად მთავრობას სახელმწიფო სექტორში 50 ათასი სამუშაო ადგილის შემცირება ჰქონდა დაგეგმილი.

ჟერარ დარმანინის ინფორმაციით, მომავალ წელს დაახლოებით 2000 ადგილს შეამცირებენ, მათ შორის უმეტესობას ფინანსთა სამინისტროში.

გაპრეზიდენტების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყებოდა. ამის მიზეზად მან ეკონომიკის რეფორმა დაასახელა. თუმცა, მოძრაობა ყვითელ ჟილეტიანების საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო.

დატოვე კომენტარი