საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე იმ ადამიანებს შეამოწმებენ, რომლებიც სხვა ქვეყნის ზამთრის კურორტებიდან დაბრუნდებიან
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე იმ ადამიანებს შეამოწმებენ, რომლებიც სხვა ქვეყნის ზამთრის კურორტებიდან დაბრუნდებიან

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვარზე იმ ადამიანების შემოწმება დაიწყება, რომლებიც საფრანგეთში საზღვარგარეთის ზამთრის კურორტებიდან დაბრუნდებიან, -ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

საზღვარზე ადამიანების შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება.

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, შვეიცარიიდან ან ესპანეთიდან საფრანგეთში დაბრუნებული ადამიანებისთვის შვიდდღიანი კარანტინი დაწესდეს.

„შვეიცარიის და ესპანეთის რამდენიმე სათხილამურო კურორტი მუშაობას აგრძელებს და ვირუსი იქ ხშირ შემთხვევაში, მეტად ცირკულირებს, ვიდრე სახლში. ამდენად, არსებობს რისკი, რომ ადამიანები ამ კურორტებიდან ინფიცირებულები დაბრუნდნენ“, – განაცხადა კასტექსმა.

პრემიერის განმარტებით, ევროპული კანონმდებლობა საფრანგეთს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალებების შერჩევითი კონტროლი დააწესოს.

„საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, შეგვიძლია იმ ადამიანების იზოლაცია განვახორციელოთ, რომლებიც რისკის შემცველი ზონებიდან ბრუნდებიან“, – განმარტავს პრემიერ-მინისტრი.

დატოვე კომენტარი