საფრანგეთის მთავრობა პირველად ჩაატარებს ინცესტის საწინააღმდეგო კამპანიას
საფრანგეთის მთავრობა პირველად ჩაატარებს ინცესტის საწინააღმდეგო კამპანიას

საფრანგეთის მთავრობა პირველად ჩაატარებს ინცესტის საწინააღმდეგო კამპანიას. „ევრონიუსის“ ცნობით, სტატისტიკური მონაცემებით, საფრანგეთში ინცესტისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 160 000 ბავშვი ხდება.

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი შარლოტ კობელი, რომელიც ბავშვების უფლებების დაცვაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამთავრობო კამპანიაში გამოიყენა სიტყვა „ინცესტი“ და პირველად ალაპარაკდა ოჯახში ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე.

კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება და სოციალურ მედიასა და სხვა მედიასაშუალებებს მოიცავს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, ასევე ამ თემატიკაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

უკანასკნელად პედოფილიის საწინააღმდეგო კამპანია საფრანგეთში 2002 წელს ჩაატარეს, თუმცა მაშინ ინცესტი არ იყო ნახსენები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მთავრობას ინცესტის ორგანიზატორების წინააღმდეგ სასჯელი გაამკაცროს.