საფრანგეთის მოქალაქის, მარტინ რაიანის პატიმრობიდან გაათავისუფლების შემდეგ, საფრანგეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობის „ნორმალიზაციის“ პროცესის დაწყებას აპირებს

17:48, 24.09.2026

საფრანგეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობის „ნორმალიზაციის“ პროცესის დაწყებას აცხადებს მას შემდეგ, რაც ფრანგი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გადაწყვეტილება საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანის გათავისუფლების შესახებ „ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია“ აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის.

მას შემდეგ, რაც შეწყალებული მარტინ რაიანი პარიზში გაემგზავრა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში საფრანგეთის საელჩოს მეშვეობით გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ „ეს გადაწყვეტილება  აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გამართული მოთმინებითა და პრინციპულობით გამორჩეული დიალოგის შედეგია“.

საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, პარიზი ამ დიალოგის გაგრძელებას აპირებს.

გასულ კვირას „ევრონიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომელსაც რამდენიმე თურქულენოვანი ქვეყანა ევროკავშირში რუსი ოლიგარქის სანქციების სიიდან ამოღების მიზნით ეწეოდა, პარიზმა უსმანოვის სასანქციო სიიდან ამოღებას შეუწყო ხელი.

ცნობისთვის, საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანის შეწყალება უზბეკური წარმოშობის რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან ამოღების შესახებ შეთანხმების ნაწილი იყო.

საფრანგეთი ათწლეულების განმავლობაში სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია.

მსგავსი